კომპლექსური დავალება-მე-4 კლასი-ბროშურის შექმნა, შეაგროვე მაკულატურა



კომპლექსური 2 :ბროშურის შექმნა ბუნების დაცვაზე

ატვირთეთ ნამუშევრები ამ მისამართზე:

კომპლექსური-ბროშურის შექმნა Word-ში

კომპლექსური 1: შექმენით პოსტერი: "შევაგროვოთ მაკულატურა"

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება საყოფაცხოვრებო ნარჩენის რაოდენობაც. გასულ საუკუნეებთან შედარებით დღევანდელი საყოფახოვრებო ნარჩენის უმეტესობა არ ექვემდებარება ბუნებრივ კომპონენტებად დაშლას, რადგან მათი დიდი ნაწილი ხელოვნური წარმოებისაა.

მაკულატურის გადაცემით თქვენ ეხმარებით ძვირფასი ხეების ჭრის რაოდენობის შემცირებას.

ერთი ტონა ქაღალდის  წარმოებისთვის გადამუშავებული მასალების გამოყენების გარეშე, საჭირო იქნება 24 ხის მოჭრა და 400 მლ წყალი თითოეულ (!) ფოთოლზე.

წლის განმავლობაში, ერთი ხე გამოყოფს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც საჭიროა 4 კაციანი ოჯახისთვის იმავე პერიოდში.

 ქაღალდის გადამუშავებას იმ წყლის ნახევარი ჭირდება,  ვიდრე ახალი ქაღალდის წარმოებას.

რეციკლირებული(გადამუშავებული)  მაკულატურიდან შეგიძლიათ მიიღოთ ახალი სუფთა ქაღალდი, კონტეინერები (ყველამ იცის კვერცხის კასეტები) და კიდევ Სამშენებლო მასალები: ecowool და ბოჭკოვანი დაფები (ინტერიერის დეკორაციისთვის).

 

ეკოლოგიური (გარემოს დაცვის) აქცია: „შეაგროვე და გადაეცი მაკულატურა, გადაარჩინე ხე“

იფიქრეთ: 1 ტონა გადამუშავებული ქაღალდით  თქვენ დაზოგავთ რესურსებს:

ü 10 ცოცხალი ხე

ü 100 კვტ ელექტროენერგია

ü 20 000 ლიტრი სუფთა წყალი

შედეგები: რესურსების დაზოგვა, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროდუქცია, ცნობიერების ამაღლება მგგრადი განვითარების მიმართულებით


No comments:

Post a Comment