კომპლექსური დავალება ისტ







2023-2024 სასწავლო წელი
მე - 2 -ე კლასი

ცნება:ინფორმაცია

ნახეთ ვიდეო

იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგოზღაპარი

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო.

გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა.

ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო.

წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა.

მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა.

გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.

 

ü  ციფრული რესურსით „ვსწავლობთ თამაშით“  შექმენით იაკობ გოგებაშვილის ზღაპრისთხა და გიგო-ს  4  სცენიანი ილუსტრაცია

ü  ილუსტრაციაში ხაზგასმით უნდა გამოჩნდეს მოთხრობის შინაარსი, მოქმედებების თანმიმდევრობა

ü  პირობითი ნიშნებით შექმენით ამ დავალების  შესრულების ინსტრუქცია 

ü  პოსტერით, ნახატით, სურათით, გასიტყვებით წარმოადგინე შენს მიერ შექმნილი ილუსტრაცია

ინსტრუქციები:

Ø  ამისთვის შენ უნდა შექმნა 4 სცენა და შეარჩიო სასურველი გარემო

Ø  შემოიტანო პერსონაჟები, შეურჩიო ფორმა, ზომები, შეურჩიო ადგილმდებარეობა

Ø  აამეტყველო პერსონაჟები

Ø  უნდა შექმნა პირობითი ნიშნები ინსტრუქციისთვის

Ø  ილუსტრაციის და ინსტრუქციის მეშვეობით წარმოადგინო იგავის  შინაარსი

შეკითხვები:

Ø  აღწერე რა არის გამოსახული შენს ილუსტრაციაზე

Ø  რომელი პერსონაჟები დაგჭირდა ?

Ø  რა ცვლილებები შეიტანე თითოეულ მათგანში (ზომა, გარეგნობა)?

Ø  რომელი პირობითი ნიშნები გამოიყენე?

Ø  რა ინფორმაცია გადმოიცემა თითოეული პირობითი ნიშნით?

 

შეაფასე შენი ნამუშევარი:

Ø  დავალების რომელი  ნაწილის შესრულება გაგიჭირდა ?

Ø  რომელი მოგეწონა?

Ø  მომავალში გაგიადვილდება მსგავსი დავალების შესრულება?

ცნება : პირობითი ნიშნები

კომპლექსური დავალება:
1)პირობითი ნიშნებით გამოსახეთ თქვენი დღის რეჟიმი
2)პირობითი ნიშნებით გამოსახეთ თქვენი  1დღე  სკოლაში
3)პირობითი ნიშნებით გამოსახეთ თქვენი  გზა სახლიდან სკოლამდე

ნაბიჯი 1. ს/ს პირობითი ნიშნების ჩვენება და კითხვები:
რას აღნიშნავს თითოეული? (5 წთ)
თქვენი აზრით, რა საჭიროა პირობითი ნიშნები? (3 წთ)
მინი ლექცია-(5 წთ)
უკუკავშირისთვის: (5 წთ)
რა არის პირობითი ნიშნები?
  1. რისთვის გამოიყენება?
  2. რა არის ინფორმაცია?
საკლასო სამუშაო:დავხატოთ Paint-ში პირობ. ნიშნები (15 წთ)
შეფასება (5 წთ)
ს/დ პროგრამაში "ვსწავლობთ თამაშით " დავხატოთ საგზაო ნიშნები , ან სასურველი, რომელიც ინფორმაციას გადმოგვცემს (ან ჩავხატოთ რვეულში, ფურცელზე, გამოვძერწოთ, ლეგოთი ავაწყოთ და ა.შ) (2 წთ)











გეომეტრიული ფიგურები კომპლექსური


კომპლექსური დავალებების ბანკი

https://www.youtube.com/watch?v=15H_nvDZCNg

ელ.წიგნის შექმნა  Power Point-ით

https://www.youtube.com/watch?v=MdrP1ngZm3Q&fbclid=IwAR2FA6k7FJJlONURrVZUFksJUXIZOQAaPnOdyP_BAQpIFESFnVvNjiSSHpg

დავალებების კრებული მაინკრაფტით



 ეთიკის ნორმები


ალგორითმი(მე-3 კლასი)

https://issuu.com/nananana11/docs/_________-___________________.pptx?fbclid=IwAR07DtBrbMHSwEs8jc4jc1s71e-1qdtQgA-5Ob1MEz7B-ubTiS3s_h65CNc


მე-3 კლასი, ქართული კომპლექსური დავალება

https://www.youtube.com/watch?v=xQwIpzwyZOw&fbclid=IwAR2rjKNnoINeI1TJ1PhZBKfjZYNI8aFxVwd3nB5ISWfx8pz8GM6gKXOOOrI

კომპლექსური დავალება "მე და საზოგადოება"

https://www.youtube.com/watch?v=zUZ4nI8ePbc&feature=share&fbclid=IwAR0T_-zu2SIJ5EZVRhfUJej0kcWVrhzS37w2FlJZFZbYB_j5--dY0uHnofg

No comments:

Post a Comment