https://www.youtube.com/watch?v=_oIqkw7JWOE
გიზიარებთ ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პლატფორმას, რომელსაც სხვადასხვა მიზნებით ვიყენებ. chrome-ს პანელზეც მაქვს დაყენებული ძებნაში დრო რომ არ დავკარგო. ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის, პირიქით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები უფრო გაიზრდება, რომ ჩვენ შრომა გაგვიადვილოს და არავითარ შემთხვევაში აზროვნება დაგვავიწყოს. 2024-ში ვაპირებ ვებინარი გავაკეთო ამ საკითხზე და უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ ამ საკითხზე ჩემ გამოცდილებასა და მოსაზრებებს დაინტერესებულ ადამიანებს. ცხადია სწავლა-სწავლების კუთხით.
ჩემთვისაა როგორც განახლებული და უფრო დიდი შესაძლებლობის მქონე google. თუ ზუსტად ,,გააგებინეთ“ რა გინდათ, რამდენიმე წამში მისგან მიიღებთ კარგ ინფორმაციას. შეუძლია ინფორმაციის მოწოდება, ასევე ანალიზი, სხვადასხვა ინფორმაციის სინთეზი და ა.შ. ცხადია თქვენ ნაცვლად ვერ შეაფასებს. ძალიან კარგად აკეთებს გაკვეთილის გეგმებსა და ტესტებს (ცხადია, ინსტრუქცია უნდა იყოს ზუსტი, უნდა ,,გააგებინოთ“ რა გინდათ). ჩემი აზრით, თუ არ გაქვთ ექსპერტიზა იმ საკითხზე, რაზეც დახმარებას სთხოვთ, მაშინ გაგიჭირდებათ იმ ინფორმაციის შეფასება, რასაც მიიღებთ. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
ეს AI კი დაგეხმარებათ წერაში. გისვამთ კითხვებს და ასე ავიწროებთ თქვენთვის საჭირო თემას. შემდეგ კი გთავაზობთ თავის ვარიანტს. ცხადია, აქაც უნდა გქონდეთ სფეროს ექსპერტიზა, რომ კრიტიკულად შეაფასოთ, რასაც AI ,,დაწერს“
თუ ინგლისურად წერა ხშირად გიწევთ, მაშინ ეს საიტი დაგეხმარებათ. რადგან ჩვენი ინგლისური არაა მშობლიური, ჩვენი ნაწერი, თუნდაც გრამატიკულად გამართული, ხშირად არის ღარიბი ლექსიკური თვალსაზრისით და წინადადებები ჰგავს გრამატიკაში ნასწავლს. ეს საიტი ჩემი დაკვირვებით, კარგად არედაქტირებს და მეტიც რამდენიმე ვარიანტსაც გვთავაზობს.
პ.ს. არ ვთვლი რომ AI ადამიანს ჩაანაცვლებს, თუმცა ბევრ პროფესიას გააქრობს, ან მოთხოვნას შეამცირებს. ეს ჩემი გამოცდილების ნაწილია, თქვენ თქვენი გამოცდილება გექნებათ და დროთა გამავლობაში ალბათ სხვა სფეროებშიც გამოვიყენებთ, გადავაფასებთ გამოცდილებას და ახალს შევიძენთ

No comments:
Post a Comment